რეზონანსი
18.05.2025

ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი ომის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი დღე იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.

უიტკოფის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის საუბარი პუტინთან „გადაჭრის გარკვეულ გაუგებრობებს და მიგვიყვანს იქ, სადაც უნდა მივიდეთ".

უიტკოფმა ღნიშნა, რომ სჯერა აშშ-სა და რუსეთის ლიდერების წარმატებული საუბრის.

„და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული საუბარი. ისინი იცნობენ ერთმანეთს. პრეზიდენტი მტკიცედ არის განწყობილი ამ საკითხში რაიმეს მიღწევისთვის და თუ მას არ შეუძლია ამის გაკეთება, მაშინ ვერავინ შეძლებს", - განაცხადა უიტკოფმა.

მისივე თქმით, აშშ-ის მიზანია, შეამციროს „უფსკრული მხარეებს შორის".

„გარკვეულწილად თითოეული მხარე იცავს თავის პოზიციას. და ვფიქრობ, რომ ორშაბათი იქნება მნიშვნელოვანი დღე იმის განსაზღვირსთვის, თუ სად ვიმყოფებით და როგორ დავასრულებთ ამ მოლაპარაკებებს",- განაცხადა უიტკოფმა.​​​​​​​​​​​​​​​​

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×