რეზონანსი
18.05.2025

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად იმ ადამიანების ინტერესების დაცვას ასახელებს, რომლებიც ცხოვრობენ ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობა რუსულს მშობლიურ ენად, რუსეთს კი თავის სამშობლოდ თვლის.

შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში გააკეთა, რომელიც ეთერში 4 მაისს გავიდა, თუმცა დღეს ჟურნალისტმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ნაწყვეტი, რომელიც ინტერვიუს საბოლოო ვერსიაში არ შესულა.

პუტინი ასევე აცხადებს, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს კრიზისის მიზეზების აღმოფხვრა, მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×