რეზონანსი
18.05.2025

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი იმ ადამიანების ინტერესების უზრუნველყოფაა, რომლებიც რუსეთს თავიანთ სამშობლოდ მიიჩნევენ.

„ჩვენი ხალხის ინტერესების უზრუნველყოფა იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც მუდმივად ვსაუბრობთ - სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც რუსულს მშობლიურ ენად და რუსეთს სამშობლოდ მიიჩნევენ“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს „კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა“.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - აღნიშნა პუტინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×