რეზონანსი
18.05.2025

რეჟიმს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ილაპარაკოს რამის და ვინმეს დაცვაზე, როცა რეალურად მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის მეტი დაუცველობა, მეტი სიღარიბე და ხალხის მეტი ძარცვა ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „რეჟიმის პოლიტიკით მილიონზე მეტმა ქართველმა დატოვა ქვეყანა“.

"რეჟიმს, რომლის პოლიტიკით მილიონზე მეტმა ქართველმა დატოვა ქვეყანა, რომლის პირობებში დედები ტოვებენ შვილებს და მიდიან ემიგრაციაში, რომლის პირობებშიც საქართველოში ყოველდღე უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება – არანაირი მორალური უფლება არ აქვთ ილაპარაკონ რამის და ვინმეს დაცვაზე. რეალურად, მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის მეტი დაუცველობა, მეტი სიღარიბე და ხალხის მეტი ძარცვა", - აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×