რეზონანსი
13.05.2025

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ კობახიძის ღია წერილი “თუ ვინმეს მაგიდაზე მოხვდება, ამას უკუეფექტი ექნება.“

როგორც ბოკუჩავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ “ეს წერილი დონალდ ტრამპის მაგიდაზე ვერ მოხვდება და სადაც არ უნდა მოხვდეს, იქნება უკიდურესად არასერიოზულად აღქმული“

რეალურად არავის აინტერესებს საქართველოს არალეგიტიმური წარმომადგენლების რაღაც ბოდვა, თუმცა, თუ ვინმეს მაგიდაზე ეს წერილი მოხვდება, ამას უკუეფექტი ექნება. ივანიშვილის ალბათ აღარ დარჩა მრჩევლები, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ყველა ლობისტი, რომელიც ჰყავდა აშშ-ში, მან გაუშვა, ეტყობა საერთოდ მრჩეველიც არ ჰყავს დარჩენილი, იმიტომ რომ წარმოუდგენელი წერილია, რომელიც ფაქტობრივად, დონალდ ტრამპს, თავისუფალი სამყაროს ლიდერს, ტუქსავს და ამუნათებს და ეუბნება, რომ საშინაო დავალება, რომელიც ივანიშვილმა გასცა ე.წ. დიფსთეითის დამარცხების შესახებ, ვერ შეასრულა. წარმოუდგენელი წერილია. ეს არის მტრულად განწყობილი, დაჩაგრული, დაბეჩავებული და გასაწყლებული, ჩამოშლილი სახელმწიფოს წარმოამდგენლების ბოდვა“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა - როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×