რეზონანსი
13.05.2025

 "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე" - ზელენსკი

ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ თურ­ქეთ­ში პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა შედ­გეს, ვი­ნა­ი­დან მხო­ლოდ მას­თან უნდა შევ­თან­ხმდე ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ზე, მხო­ლოდ ის წყვეტს ამას. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ეს შეხ­ვედ­რა შედ­გეს. თუ პუ­ტი­ნის ნამ­დვი­ლად მზად არის შეხ­ვედ­რის­თვის არა მხო­ლოდ მე­დი­ა­ში, არა­მედ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც. და მა­შინ ლი­დე­რე­ბის დო­ნე­ზე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რათა ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ზე შევ­თან­ხმდეთ. ვი­ნა­ი­დან სწო­რედ მას­თან უნდა შევ­თან­ხმდე ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ზე, რად­გან მხო­ლოდ ის წყვეტს ამას", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, თუ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს პუ­ტი­ნი ცე­ცხლის უპი­რო­ბო შე­წყვე­ტის­თვის მზა­ო­ბას გა­მოთ­ქვამს, ეს გზას გახ­სნის მთლი­ა­ნად ომის დას­რუ­ლე­ბის­თვის უფრო დე­ტა­ლუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ პუ­ტინ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პიც შე­უ­ერ­თდე­ბა.

"პრე­ზი­დენტ ტრამპს შე­ერ­თე­ბა შევ­თა­ვა­ზეთ. არ ვიცი აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის თა­ვის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და­ა­დას­ტუ­რებს, ვფიქ­რობ, ამას და­მა­ტე­ბი­თი იმ­პულ­სი ექ­ნე­ბო­და იმის­თვის, რომ პუ­ტი­ნი ჩა­მოფ­რინ­დეს," - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×