რეზონანსი
12.05.2025

დღეს ანდრია პირველწოდებულის და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეა. 12 მაისი უქმედ არის გამოცხადებული. ტაძრებში საზეიმო წირვა ტარდება.

მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, სადაც მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან, ერთი დღით, დასვენებულია მამა გაბრიელის ხატი.

წირვას, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მმართველი გუნდის წევრებთან ერთად ესწრება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა დღესასწაული საზოგადოებას მიულოცა.

"მინდა, მივულოცო თითოეულ ქართველს ეს ბრწყინვალე დღესასწაული. ქრისტიანობამ უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენი ქვეყნის სულიერი სიძლიერე სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარეობს, ამიტომ თითოეულ ოჯახს, ქართველს გულითადად ვულოცავ ამ დღეს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×