რეზონანსი
12.05.2025

საკმაოდ დატვირთული იქნება მიმდინარე კვირა საკანონმდებლო ორგანოში. პლენარულ სესიაზე დეპუტატები კენჭს უყრიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს. "სისხლის სამართლის კოდექსს" სასჯელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება; გარდა ამისა, იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს; მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს მიმართა ინიციატივით, რომ მან იმსჯელოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გარკვეული რეგულაციების დაწესებაზე. მათ შორის, საქართველოს პარლამენტი იმსჯელებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ დამოკიდებულების გამკაცრებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში. ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიით, არ ემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. 

აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტურად აღასრულოს სამართალი", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×