რეზონანსი
11.05.2025

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც თვითმხილველებმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს, "ფოლკსვაგენის" მარკის მსუბუქი ავტომობილი პარკინგიდან გამოდიოდა, რა დროსაც მას მგზავრებით სავსე შიდასაქალაქო მიკროავტობუსი შეეჯახა, შემდეგ კი მსუბუქი ავტომობილი ინერციით ასევე პარკინგზე მდგომ "ტოიოტას" მარკის მანქანას დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 მიკროავტობუსის მგზავრი. მათ დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×