
ადრე, ევროკავშირში, გადაწყვეტილი იყო, რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ხისტი კანონები უნდა მიეღოთ, მაგრამ მერე საქართველოს ვეღარ ეტყოდნენ შენიშვნას. ასე გამოვიდა, რომ საქართველოს გამო შეაჩერეს ამ კანონის მიღება, - განაცხადა „ქრონიკასთან" პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
„დღეს „სახალხო პარტია" მოუწოდებთ, რომ ეს კანონი აუცილებელია. არა მარტო ორმაგი სტანდარტი გამოიკვეთა, არამედ საკმაოდ ღრმა პრობლემა გამოიკვეთა, რომელიც გამჭვირვალობის არარსებობას უკავშირდება", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ევროპის სახალხო პარტია, რომელიც საქართველოს გამჭვირვალობის კანონის გამო აკრიტიკებდა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა და საქმიანობის გამჭვირვალობას ევროპაში თავად ითხოვს.