რეზონანსი
08.05.2025

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების საქმეში შუამავლის როლის შესრულება სთხოვა, ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet წერს.

გაზეთი ერდოღანს ისეთ ლიდერად მოიხსენიებს, რომელსაც შეუძლია როგორც ვლადიმერ პუტინთან, ასევე ვლადიმერ ზელენსკისთან მოლაპარაკება. Hurriyet-ის ცნობით, ერდოღანი "დადებითად არის განწყობილი მედიაციის წინადადების მიმართ".

ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი 5 მაისს შედგა. აშშ-ის პრეზიდენტმა მას "კარგი და პროდუქტიული" უწოდა, თურქეთის პრეზიდენტმა კი - "მნიშვნელოვანი და გულწრფელი". ორივე ლიდერის თქმით, მათ ორმხრივი მოწვევები მიიღეს: ტრამპი თურქეთს ეწვევა, ერდოღანი კი ვაშინგტონს. გარდა ამისა, პრეზიდენტებმა სირიისა და ღაზის საკითხებზე იმსჯელეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×