რეზონანსი
08.05.2025

ის სპეკულაცია, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ, უცხოეთიდან დაფინანსებულმა მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებას მოაყოლეს, ყველაზე კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი,” - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, სწორი იყო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, სრულად ჩაეკეტა ამერიკელი ხალხის ფულით პროპაგანდის, სხვა საზოგადოებების დესტაბილიზაციის და შიდა დაპირისპირების დაფინანსების არხები.~

,,ის სპეკულაცია, ისტერია და შეთქმულების თეორიები, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ, უცხოეთიდან დაფინანსებულმა პროპაგანდისტულმა მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებას მოაყოლეს, ყველაზე კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი და რამდენად სწორი იყო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, სრულად ჩაეკეტა ამერიკელი ხალხის ფულით პროპაგანდის, სხვა საზოგადოებების დესტაბილიზაციის და შიდა დაპირისპირების დაფინანსების არხები,” - წერს პაპუაშვილი.

7 მაისს საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×