რეზონანსი
06.05.2025

 საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას ულოცავს.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელის მერცთან ერთად მუშაობას, რათა აღდგეს პარტნიორობა ევროკავშირის უფრო ფართო უსაფრთხოების, სტაბილურობისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერაში.

"გილოცავთ, ფრიდრიხ მერც, კანცლერად არჩევას. ყველანაირ წარმატებას გისურვებთ იმაში, რომ წინ გაუძღვებით გერმანიას გამოწვევებით სავსე დროს.

მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად მუშაობას, რათა აღვადგინოთ ჩვენი პარტნიორობა ევროკავშირის უფრო ფართო უსაფრთხოების, სტაბილურობისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერაში. თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ქართველი ხალხის ბრძოლაში გერმანიის მიმდინარე მხარდაჭერა ღრმად დაფასებულია", - წერს ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×