რეზონანსი
06.05.2025

 "საუკეთესო გზამკვლევი საქართველოს და ამ ქვეყნის საგანძურის აღმოსაჩენად" - ამ სახელწოდებით სტატია vogue-ს და GQ-ს ფრანგულ გამოცემებში გვხვდება. მკითხველი ონლაინ პლატფორმაზე ისტორიებს საქართველოს ბუნების, კულინარიის, ღვინისა და არქიტექტურის შესახებ ეცნობა. უცხოელ სტუმრებში განსაკუთრებული ინტერესით დედაქალაქი გამოირჩევა.

კამპანიის ფარგლებში საქართველოშია ჯეიმი ოლივერი. ცნობილი შეფ-მზარეული ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს საკუთარ გამომწერებს სოციალური ქსელის საშუალებით აცნობს.

ტურისტული ნაკადის ზრდა უკვე დაეტყოთ სასტუმროებს. დატვირთვა აპრილის თვიდან შეიმჩნევა. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ. რომ დადებითი დინამიკა სწორი მარკეტინგული კამპანიის შედეგია.

მუშაობა სტრატეგიულ ბაზრებზე გრძელდება. პოპულარულ გამოცემებში ქვეყნის შესახებ სტატიები მსოფლიო მასშტაბით გავრცელდება.

საფრანგეთთან ერთად, სტატიას ქართული გასტრონომიისა და ღვინის 8000 წლიანი ისტორიის შესახებ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაეცნობიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×