რეზონანსი
06.05.2025

 მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ლატვიის უსაფრთხოებისთვის მის ფარგლებს გარეთ კონფლიქტი ქვეყნის გეოპოლიტიკურ ინტერესში შედის. საუბარია ლატვიის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის ინტერვიუზე, რომელმაც არ დამალა, რომ ბალტიისპირეთში მშვიდობა რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივობაზე პირდაპირაა დამოკიდებული. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ამ ფონზე მეგობარი ქვეყნებიდან საქართველოს მუდმივი კრიტიკა ისმის, თუმცა, არავინ საუბრობს ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობასა და რეალურ საფრთხეებზე, რომელიც მეზობელი რუსეთიდან მოდის.

ინდულის კრეკისმა ინტერვიუ ადგილობრივ მედიას რამდენიმე დღის წინ მისცა. სამხედრო დაზვერვის უცვლელი ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებამ, შესაძლოა ევროპისთვის უფრო მეტი საფრთხე გააჩინოს. მაღალჩინოსნის მტკიცებით, თუ ოკუპანტ ქვეყანას სამხედრო ძალების აღდგენის შესაძლებლობა ექნება, ის ევროკავშირის საზღვრებს შეუტევს.

კრეკისის განცხადების შინაარსს დღეს ქართული ოპოზიციაც დაეთანხმა. ხელისუფლების ოპონენტებისთვის მისაღებია ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საკუთარი უსაფრთხოებისთვის ყველა მეთოდი გამოიყენონ.

ოპონენტების მხრიდან ორმაგი სტანდარტით მოქმედებაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, ხელისუფლების ოპონენტებისთვის ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოება უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეროვნული ინტერესები.

რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ომი სამ წელზე მეტია გრძელდება და მას ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დანგრეული და განადგურებულია ათეულობით ქალაქი და სტრატეგიული ინფრასტრუქტურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×