რეზონანსი
05.05.2025

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის მიზნით საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შეიქმნება 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: საზოგადოებრივი მოძრაობები, პროტესტში მონაწილე აქტივისტები, სტუდენტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრები, კულტურის სფეროს, ბიზნესსექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და „წინაღმდეგობის პლატფორმის“ წარმომადგენლები“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×