რეზონანსი
05.05.2025

"მთავარის" ვებგვერდის ინფორმაციით, ველისციხის რწმუნებულის, ნათია თათარაშვილის ძმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით ცოტა ხნის წინ, გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში შეიყვანეს. ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, მას კონფლიქტი ადგილობრივთან მოუვიდა.

კლინიკის ექიმის ცნობით, 30 წლის კაცი მათთან ცეცხლნასროლი ფერდქვეშა ნაფლეთოვანი ჭრილობით შეიყვანეს. საჭირო გახდა ქირურგიული დამუშავება. დაჭრილი კაცი ამჟამად კლინიკაშია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაიწყო თუ არა გამოძიება და არის თუ არა დაკავებული, დეტალებს შსს-ში ვარკვევთ. 

წყარო: "მთავარი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×