რეზონანსი
05.05.2025

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „ჰეროინი“ და „მარიხუანა“.

სამ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 273 პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.

პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×