რეზონანსი
05.05.2025

გადამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეები დღეს დილიდან ისევ იმ იმედით მივიდნენ, რომ ვინმე გეგმას გააცნობდა - რა ბედი ელით, როგორ დაეხმარება სახელმწიფო შემოსავლის გარეშე დარჩენილ 315 ოჯახს. კონკრეტული გეგმა ჯერ უცნობია. არადა, ყოველი დღე დაზარალებულების არსებობისთვის გადამწყვეტია. წლობით ნაგროვები ქონება და ბანკის სესხით აღებული შემოსავლის წყარო ცეცხლმა წამებში გაანადგურა. იმისთვის, რომ თავი და ოჯახები გადაირჩინონ, სამუშაოდ ტერიტორია და საქმიანობის განახლება სჭირდებათ. 

დაზარალებულმა მოვაჭრეებმა დაპირება მოისმინეს, მერის მოადგილემ დახმარება აღუთქვა, თუმცა კონკრეტულად როგორ, ამაზე არაფერი უთქვამს. ამ დრომდე ისიც კი არ იციან, დააბრუნებენ თუ არა სავაჭროდ იგივე სივრცეში. 

ნახანძრალ ტერიტორიას 5 დღეა საპოლიციო ლენტი აქვს შემორტყმული. დაცვის სამსახური დამწვარ დახლებთან არავის უშვებს. დაცულ სივრცეში დღეს მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. მერიამ ძველი ბორჯომის ვაგზლის დემონტაჟი დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×