რეზონანსი
05.05.2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ონიანის ინფორმაციით, სოფელ ბაბილთან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდიდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გზის გაწმენდა რამდენიმე საათში იქნება შესაძლებელი.

სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებიან ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათი ინფორმაციით, სატრანსპორტო მოძრაობისთვის გზა უმოკლეს დროში გაიხსნება.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მეწყერის ჩამოწოლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×