რეზონანსი
04.05.2025

რუსთაველის გამზირი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე საპროტესტო აქციის 158-ე დღესაც გადაიკეტა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა წარწერით ბანერები, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

მანამდე კი, აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებისა და "ქართული ოცნების" მიერ ხელისუფლებიდან გადადგომის მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა. „ერთობის მარშის" მონაწილეებმა ისნის მეტროსადგურიდან კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს.

მოქალაქეებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან არიან შეკრებილი, უცვლელი მოთხოვნები აქვთ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×