რეზონანსი
04.05.2025

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 7-10 მაისს ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვევა. სი ძინპინი მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს დაესწრება.

ამის შესახებ კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია.

Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კრემლი აღნიშნავს, რომ სი ძინპინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას განიხილავს და რიგ დოკუმენტებს მოაწერს ხელს.

„მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარების ძირითადი საკითხები, ასევე საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის აქტუალური საკითხები“, – განაცხადა კრემლმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×