რეზონანსი
04.05.2025

სვეტიცხოველში ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვის შემდეგ მსვლელობით სამ ნაკურთხ ჯვარს სამ ეპარქიაში წააბრძანებენ.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ჯვართაღმართების დღესასწაულზე, სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას აღავლენს წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).

„ლიტურგიის შემდეგ სამ ახალ ჯვარს ნავებით, გადააბრძანებენ გეთსამანიის ბაღში აღმართულ „ქართლის მოქცევის“ სვეტთან. აქედან გზები სამად გაიყოფა. ჯვრებს მიაბრძანებენ მცხეთის ჯვრის, თხოთის მთისა და უჯარმის ტაძრებში. ამ ტაძრებში წინა წელს აღმართულ ჯვრებს კი მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, სამ ეპარქიაში წააბრძანებენ, მცველად და მფარველად ქართველი ერისა.

კერძოდ: მცხეთის ჯვრიდან - შიო მღვიმის მონასტერში;

თხოთის მთიდან - თრუსოს მთავარანგელოსთა ტაძარში;

უჯარმიდან - ალავერდის მონასტერში.

მიიღეთ მონაწილეობა ჯვართამაღლების დღესასწაულში“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

ჯვართაღმართება მირიან მეფის მიერ დაწესებული დღესასწაულია და იგი პატრიარქის კურთხევით 2007 წელს აღდგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×