რეზონანსი
04.05.2025

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინის პრეზიდენტს გუშინ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს, სადაც ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა ვერ უზრუნველყოფს 9 მაისს მოსკოვში ჩასული ლიდერების უსაფრთხოებას.

ფიცოს თქმით, ამ განცხადებით ზელენსკი ლიდერებს ემუქრება.

„სრულად პატივს ვცემ იმ აზრს, რომ მონაწილეთა უსაფრთხოება რუსეთის ფედერაციის შიდა საქმეა. თუმცა, თუ ბატონი ზელენსკი მიიჩნევს, რომ მისი შეძახილები უცხოელ დელეგაციებს აიძულებს, არ ჩავიდნენ მოსკოვში, მაშინ ის ძალიან ცდება. ვწუხვარ, რომ ზელენსკის და დანარჩენებს წარსული აწმყოში ეშლებათ. თუ ღმერთი გწამთ, 1941-1945 წლებში უკრაინელი ჯარისკაცებიც მასიურად იღუპებოდნენ მეორე მსოფლიო ომში. პირიქით, 80 წლის იუბილეს აღნიშვნისას ზავის შეთავაზების მიღება აუცილებელი იყო. და თუ მეორე მსოფლიო ომის დასრულების მილოცვა არ შეგვიძლია, მაშინ ჩუმად მაინც ვიყოთ“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×