რეზონანსი
01.05.2025

"ხედავთ, როგორ არიან დაქსაქსულები, ერთმანეთს აგინებენ და ლანძღავენ", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს სჭირდებოდათ მხოლოდ მაშინ, როცა მას პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა.

"კოალიციას ჯერ უნდა ჰქონდეს ხალხის მხარდაჭერა, მათ კი არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. ხედავთ, როგორ არიან დაქსაქსულები, ერთმანეთს აგინებენ, ლანძღავენ. თავად სალომე ზურაბიშვილი სჭირდებოდათ მაშინ, როცა მას პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა. დღეს ხედავთ როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ. ასე რომ, საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები, შეკრებები - ვისთან შეიკრიბებიან, როგორ, რანაირად. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, გვაქვს გეგმა, ვემზადებით არჩევნებისთვის. საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნებია ადგილობრივი თვითმმართველობა. იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხისგან კვლავ ძალიან დიდი მხარდაჭერა და თანადგომა იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×