რეზონანსი
01.05.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტის ლიტველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს. 

ამიტომ, დროა, ბრიუსელში გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიის და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ ტენდენციას შეაჩერებს.

,,ევროპარლამენტის ლიტველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს.

„დამნაშავეა ხალხი...“, „ინფექცია უნდა შევაჩეროთ...“

თუ მისგან წახალისებული რადიკალების ზიზღის ენის განვითარების გზას შევხედავთ, შემდეგ ჯერზე, წესით, ქართველ ხალხს „მონა“ ან „ბიომასა“ უნდა გვიწოდოს...

დროა, ბრიუსელში, გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიის და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ სამარცხვინო ტენდენციას შეაჩერებს.

რასა იუკნევიჩიენეს კი ვეტყოდი - არ შეიძლება სტალინის ზიზღით, მთელი ერი შეიზიზღო“, - წერს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×