რეზონანსი
30.04.2025

გორ­ში, მამა-შვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ სერ­გო ახალ­კაცს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე გოგა კუპ­რე­იშ­ვილ­მა სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია და პა­ტიმ­რო­ბის მო­თხოვ­ნა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა მი­ხე­ილ ბე­რი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია ეფუძ­ნე­ბო­და საქ­მე­ში არ­სე­ბულ გა­რე­მო­ე­ბებს, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზე მო­თხოვ­ნილ იქნა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან სა­ხე­ზე იყო მი­მალ­ვის, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხე­ე­ბი.

„საქ­მე­ში არის არა­ერ­თი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ამ­ხელს ბრალ­დე­ბულს. ასე­ვე არის თვითმხილ­ვე­ლი მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი, ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი და სხვა არა­ერ­თი ნივთმტკი­ცე­ბა, არის სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­აც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გარ­დაც­ვლი­ლებს აღე­ნიშ­ნე­ბათ არა­ერ­თი ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბა.

სხე­ულ­ზე, 5-ზე მეტი გას­რო­ლაა ნა­წარ­მო­ე­ბი. ამა­ვე დროს, დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბულს მჭიდ­ში ტყვი­ე­ბი გა­მო­ე­ლია, რის შემ­დეგ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბაც მო­ახ­დი­ნა გარ­დაც­ვლილ­ზე, სა­უ­ბა­რია მა­მა­ზე და ამით და­ას­რუ­ლა მან თა­ვი­სი ქმე­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ბე­რი­აშ­ვილ­მა.

ორი პი­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა სერ­გო ახალ­კაც­მა სხდო­მა­ზე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 28 აპ­რილს, გორ­ში, ერთ-ერთი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, ბრალ­დე­ბულ­მა შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა მამა-შვილს. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გილ­ზე, ხოლო მე­ო­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „ლ" ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ორი პი­რის მი­მართ) და 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა) წა­რუდ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ბრალ­დე­ბუ­ლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი დიდი ხნის ნაც­ნო­ბე­ბი იყ­ვნენ და ათე­უ­ლი წლე­ბია, „გა­ლე­რე­ა­ში" მა­ღა­ზი­ებს ფლობ­დნენ.

„გა­ლე­რე­ის" მო­ვაჭ­რე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტი სა­რე­ა­ლი­ზა­ციო პრო­დუქ­ცი­ის თა­ო­ბა­ზე მოხ­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×