რეზონანსი
30.04.2025

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასდროს დავივიწყებთ - ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებული პატივით მინდა მივულოცო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასდროს დავივიწყებთ და ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ. ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×