რეზონანსი
30.04.2025

მაიამიში, 5 წლის მერიემ-ანა ერთ-ერთი სასტუმროს აუზში, ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ოჯახს დახმარება სჭირდება.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ ჩვენს თანამემამულეს, მაია დათუაშვილს პატარა მერიემ-ანას ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ზეცაში გაფრინდა 5 წლის ანგელოზი. საბედისწერო აღმოჩნდა ჩვენი მარიკოსთვის მაიამის ერთ-ერთი სასტუმროს საცურაო აუზი. ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედია დაატყდა ახალგაზრდა ოჯახს.

მჯერა თითოეულ ჩვენთაგანს შეგვწევს ძალა გვერდში დავუდგეთ და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ახალგაზრდა ოჯახს, რაზედაც წინასწარ გიდასტურებთ უდიდეს მადლიერებას," - წერს თეა ჯოხაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×