რეზონანსი
29.04.2025

იტალიის ქალაქ ბოლცანოში საქართველოს მოქალაქეებს შორის ჩხუბი იარაღის სროლაში გადაიზარდა.  ხმაურისა და სროლის შემდეგ ადგილზე გამოძახებულ პოლიციას ჩხუბის მონაწილეები გაქცეულები დახვდნენ, თუმცა ინციდენტის ადგილთან ახლოს გაჩერებული ავტომობილის ქვეშ რევოლვერი იპოვეს. შემთხვევა 25 აპრილს მოხდა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

მალევე, ბოლცანოს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში საქართველოს ორი მოქალაქე გამოცხადდა. ერთ-ერთ მათგანს ხელისა და ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, თუმცა მისი ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბი თანამემამულეებს შორის დაიწყო და ჩხუბის დროს ერთ-ერთმა დამსწრემ იარაღი ამოიღო. მისი განიარაღების მცდელობისას, შემთხვევით იარაღმა გაისროლა და ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე დაიჭრა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის დეტალებისა და სროლაში პასუხისმგებელი პირების დასადგენად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×