
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის უკრაინას შველის და ქვეყანას დიდ სამსახურს უწევს.
„ვფიქრობ, მე ვეხმარები უკრაინას. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ძალიან მალე განადგურდება. ეს [რუსეთი] დიდი საომარი მანქანაა. ვაღიაროთ ეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გამოცემა The Atlantic-თან ინტერვიუში.
კითხვაზე, არის თუ არა რამე, რისი გაკეთებაც პუტინს შეუძლია, რაც მას ზელენსკის მხარეს დააყენებს, ტრამპმა უპასუხა:
„არა აუცილებლად ზელენსკის მხარეს, არამედ უკრაინის მხარეს. მაგრამ არა აუცილებლად ზელენსკის მხარეს. ზელენსკისთან ურთიერთობა გამიჭირდა“.