
ჭიათურაში პროტესტის 4 მონაწილე დააკავეს. როგორც მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე "ბიემთან" აცხადებს, რომ ღამის 03:30 საათზე ჭიათურაში მოწყობილ საპროტესტო კარავში პოლიციის თანამშრომლები შეიჭრნენ და ოთხი ადამიანი დააკავეს.
დღეს, ჭიათურაში მაღაროელთა საპროტესტო აქციების დაწყებიდან 61 დღე დაიწყო. მაღაროელები მოსახლეობას და კომპანიის დასაქმებულებს სოლიდარობისკენ მოუწოდებენ და საპროტესტო აქციებზე გასვლისკენ მოუწოდებენ.
ტარიელ მიქაცაძის ინფორმაციით, დაკავებული მერაბ სარალიძე, გიორგი მეფარიძე და არჩილ ჭუმბურიძე მაღაროელები არიან. მათგან პირველი ორი კარავიდან წაიყვანეს, არჩილ ჭუმბურიძე კი სახლიდან. მეოთხე დაკავებული კი ჭიათურის მცხოვრები თენგიზ გველესიანია, რომელიც 28 თებერვლის შემდეგ პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეა.
დაკავება უკავშირდებოდა გუშინ ჭიათურაში მომხდარ დაპირისპირებას, როდესაც პერევისას მაღაროდან წამოსულ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ კობერიძის ავტომობილს გზა გადაუკეტა 30-კაციანმა ჯგუფმა. მათ შორის განსაკუთრებულად აქტიურობდნენ: გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი. კობერიძე ავტომობილიდან იძულებით გადმოიყვანეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვებით გაუსწორდნენ, მათ შორის დაზიანებები მიაყენეს სახის არეში, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.