რეზონანსი
29.04.2025

ლოს ანჯელესის პოლიციამ ვუდლენდ ჰილსში მოკლული 47 წლის ალექსანდრე მოდებაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავა. სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებულები არიან 38 წლის პაატა ყოჩიაშვილი, 46 წლის ზაზა ოთარაშვილი და 52 წლის ბესიკ ხუციშვილი.

გამოძიების ცნობით, სამი მამაკაცი მოდებაძის საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით შეიჭრა, შემდეგ კი ისინი მოდებაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სახლი მსხვერპლის კუთვნილ ნივთებთან ერთად დატოვეს.

სამართალდამცველებს მოდებაძე თავის არეში მიყენებული ფატალური ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი დახვდათ.

მედიის ცნობით, ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა ეჭვიტანილების დაკავება თავდასხმიდან რამდენიმე საათში, FBI-ს დახმარებით მოახერხეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×