რეზონანსი
28.04.2025

 მე ქვეყანას და მსოფლიოს ვმართავ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, განსხვავდება თუ არა მისი პრეზიდენტობის მეორე ვადა პირველისგან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა.

„პირველად ორი რამის გაკეთება მიწევდა - ქვეყნის მართვა და გადარჩენა. გარშემო ბევრი თაღლითი მყავდა. მეორე ჯერზე მე ქვეყანას და მსოფლიოს ვმართავ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და პრეზიდენტობის თანამდებობაზე მესამედ კენჭისყრის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„ეს არ არის ის რისი გაკეთებაც მსურს. ვფიქრობ, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×