რეზონანსი
23.04.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თამარ ზოდელავას კომპლექსური პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

"ის 2003 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის გუნდში მუშაობდა სხვადასხვა პროექტებსა და პოზიციებზე, ასევე იყო ევროპის საბჭოს პროექტის მრჩეველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის პროექტის მენეჯერი.

თამარ ზოდელავამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, გაიარა გერმანულენოვანი საერთაშორისო კერძო სამართლის მაგისტრატურა. იგი აგრეთვე სწავლობდა ბრემენის უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის განხრით და გავლილი აქვს სწავლება შპაიერის საჯარო მმართველობის უნივერსიტეტში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×