რეზონანსი
23.04.2025

თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეა დარჩენილი, თუმცა, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია არჩევნებში, ამ დრომდე აქტუალურია. საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია ხელისუფლების ოპონენტების მოსაზრება. ერთადერთი პარტია, რომელმაც თავიდანვე ღიად განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობს - "გირჩია".

პარტიის თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ როგორც ჩანს, კოლეგა ოპოზიციონერები ეტაპობრივად გამოხატავენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის "ნელ-თბილ" სურვილს.

"ჩვენ ზოგადად ვაკვირდებით პროცესს, რაც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ხდება და ცოტათი იმედგაცრუებული ვართ. იმიტომ, რომ თავიდან, მოგეხსენებათ, ჩვენი კოლეგები არ მონაწილეობდნენ და მიგვაჩნდა, რომ შეიძლება რაღაც განსხვავებული არჩევნები ყოფილიყო. მაგრამ, როგორც ჩანს, ნელ-ნელა მწკრივდებიან ყველა და მორიდებით, მაგრამ მაინც გამოხატავენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის ნელ-თბილ სურვილს. ამიტომ, ვაკვირდებით, თუმცა ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ცხადია," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×