
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საფრანგეთის საელჩოს მიერ ბოლო პერიოდში გაცემულ გრანტებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების არცერთი პროგრამა არანაირ სიკეთეს არ ემსახურება, თუ არა რევოლუციური პროცესის განვითარებას.
„ერთ-ერთი გამოხატულებაა საფრანგეთის საელჩოს მიერ დაფინანსება ამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებიც არანაირ სიკეთეს არ ემსახურებიან. არცერთი მათი პროგრამა არ ემსახურება რაიმე სიკეთეს ქვეყნისათვის, თუ არა რევოლუციური პროცესის განვითარებას. ეს აწყობს კონკრეტულ ქვეყანას, ქვეყნების გაერთიანებას, ეს აწყობს „დიფ სთეითს", რომლის მარიონეტებიც არიან იქაც ევროპაშიც დიდი ნაწილი პოლიტიკოსებისა გარკვეულ ფორმატებში და, რასაკვირველია, მარიონეტებს ჰყავთ კიდევ თავისა პატარა მარიონეტები საქართველოში, რომლებსაც არ ტოვებენ ამ ძაფების გარეშე, რომლითაც ესენი უნდა მართონ", - განაცხადა ვოლსკიმ.
საფრანგეთის საელჩო ბოლო პერიოდში გაცემულ გრანტებთან დაკავშირებით განმარტებას არ აკეთებს. საფრანგეთის საელჩოს დუმილი მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დასავლეთის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ქვეყანაში დესტრუქციულ ქმედებებს ხმარდება.