რეზონანსი
08.04.2025

ოცნებას" ევროპული სტრუქტურები ბიძინას დუქანი ჰგონია, - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე "ოცნების" დელაგაციის გადაწყვეტილებას, არ იმუშაოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, შანსი იმის, რომ ივანიშვილის გუნდი ევროსაბჭოში დაბრუნდეს, აღარ არსებობს. 

ევროსაბჭოს წევრობა ქვეყანას აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს. მათ შორის, ერთ-ერთი ვალდებულებაა ის, რომ ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ეს განაცხადაი საპარლამენტო ასამბლეამ გააკეთა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც წულუკიანმა განაცხადა, რომ ისინი წყვეტდნენ საპარლამენტო ასამბლეასთან მუშაობას, დასწრებაზე როცა ითამაშა. ეს ასეა, მაგრამ როგორც რეჟიმისთვის არის პარლამენტი ბიძინას დუქანი, ასე წარმოუდგენიათ, რომ ევროპული ინსტიტუტებიც არის დაახლოებით ეგეთი სტრუქტურები, სადაც შეუძლიათ, როცა უნდა მივიდნენ, როცა უნდათ, წავიდნენ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არცერთი პირობა, რომელიც ჩადებული იყო წინა რეზოლუციაში, ცხადია, შესრულებული არ არის, პირიქით, ქვეყანამ დემოკრატიულობის თვალსაზრისით, ბევრად უკან დაიხია, ამიტომ შანსი, რომ საპარლამენტო ასამბლეაში ისინი დაბრუნდნენ და იქ რამეში მიიღონ მონაწილეობა, გამორიცხულია, - ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×