რეზონანსი
08.04.2025

ტარიფებთან დაკავშირებით ჩინეთის მხრიდან ესკალაცია დიდი შეცდომაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

„ვფიქრობ ჩინეთის მიერ ესკალაცია დიდი შეცდომა იყო. ჩვენ დეფიციტური ქვეყანა ვართ. რას ვკარგავთ ჩინეთის მიერ ჩვენს წინააღმდეგ ტარიფების მომატებით? ჩვენ მათთან იმის მეხუთედის ექსპორტს ვახორციელებთ, რასაც ისინი ჩვენთან. ასე რომ, ეს დანაკარგს მათთვის წარმოადგენს“, - განაცხადა სკოტ ბესენტმა.

მისი თქმით, სავაჭრო მოლაპარაკებებში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირადად მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, კითხვაზე, უნდა შეამციროს თუ არა ევროკავშირმა არასატარიფო ბარიერები, მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადი, ბესენტმა უპასუხა, რომ „ყველაფერი განიხილება“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×