რეზონანსი
08.04.2025

არ მგონია, რომ რაიმე სიურპრიზი იქნება, რადგან დაფინანსებას ისევ იგივე ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც ადრე იღებდნენ და რომელსაც ადრე საკმაოდ ცუდი გავლენა ჰქონდა არჩევნების აღქმაზე, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, უცხოელმა პარტნიორებმა დაფინანსება ობიექტურ ორგანიზაციებს უნდა მისცენ.

„ისფედთან" დაკავშირებით 2020 წლის სკანდალი გახსოვთ, ასევე 2024 წლის ისევ „ისფედთან" მიმართებაში. იმედია, ჩვენმა პარტნიორებმა წარსულის გაკვეთილები ისწავლეს და შეეცდებიან, რომ დაფინანსება ნეიტრალურ და ნამდვილად ობიექტურ ორგანიზაციებს მისცენ", - განაცხადა სამხარაძემ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად. როგორც საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი (FCDO) იწვევს ქართულ არაკომერციულ ორგანიზაციებს, 2025 წლის 25 აპრილამდე წარადგინონ განაცხადები 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ქართული მუნიციპალური არჩევნების ეფექტურად ჩატარების მხარდასაჭერად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×