რეზონანსი
06.04.2025

სუვერენიტეტისთვის ბრძოლა უკვე დიდი ხანი,ა გრძელდება გარდამავალი წარმატებით. პატარა ქვეყნისთვის რთულია მცირე რესურსებით ის პრინციპი დაამკვიდროს დიდ ქვეყნებთან ურთიერთობაში, როდესაც პარიტეტია დაცული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

„სააკაშვილის პერიოდში იყო საქართველოს ინტერესების სრული გაყიდვა, მაშინ, როდესაც მხოლოდ სააკაშვილმა მოიგო საქართველოში. მთელმა საქართველომ წააგო, ვინაიდან ტერიტორიები ოკუპირებულია, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია ჩვენთვის, ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებისთვის არის გადაცემული და ჩრდილო-კავკასიასთან საზღვრის კონტროლის მექანიზმიც დავკარგეთ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მან „შუა დერეფანში" საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ასეა თუ ისე, საქართველო არის ერთადერთი ალტერნატიული დერეფანი, რომ ენერგო რესურსების გადაზიდვა მოხდეს არა რუსეთის და უკრაინის გავლით. ალტერნატიული დერეფანი საჭიროა იმისთვის, რომ არ ჰქონდეს ექსკლუზიური რესურსი რუსეთის ფედერაციას მხოლოდ თავისი გზებით სარგებლობის. ბუნებრივია, ეს რუსეთს არ უხარია, ის თავის ძალას გამოიყენებს, რომ პრობლემები შექმნას. ამ ყველაფრის შუაში არის პატარა საქართველო, თავისი საგანგებო გეოგრაფიული მნიშვნელობით, სადაც ყველას უნდა, რომ ისეთი ხელისუფლება ჰყავდეს, რომელიც შეასრულებს კონკრეტულ დავალებას, კონკრეტულ დროს, ცალ ფეხზე მდგომი და ყურმოჭრილი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×