რეზონანსი
18.03.2025

 აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

„ჩემი დღევანდელი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო. ჩვენ შევთანხმდით დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე ყველა ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტზე, იმ გაგებით, რომ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის სრულად შეწყვეტისთვის და, საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის ამ საშინელი ომის დასრულებაზე. ეს ომი არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი! განვიხილეთ სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი, მათ შორის ის ფაქტი, რომ ათასობით ჯარისკაცი იღუპება და პრეზიდენტ პუტინსაც და პრეზიდენტ ზელენსკისაც სურთ მისი დასრულება. ეს პროცესი ახლა სრულად ამოქმედებულია და ჩვენ, იმედია, კაცობრიობისთვის საქმეს ბოლომდე მივიყვანთ!" - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×