რეზონანსი
18.03.2025

 ბიძინას ეშინია უანგარო ქველმოქმედების - მას ეშინია ამ სიკეთის მკეთებელი, შემომწირველი, გულწრფელი ხალხის სიმრავლის,- ამის შესახებ კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.

როგორც ხაზარაძე წერს, ფონდების დახურვის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის შიშია, რომელიც "მიხვდა, რომ ფულის სიდიდე კი არ არის ქველმოქმედება, არამედ იმ რამდენიმე ლარის ჩარიცხვა ფონდში, როცა ადამიანებს ჯანმრთელობის, ან სტიქიის გამო შექმნილი პრობლემები აქვთ".

"ბიძინას ეშინია უანგარო ქველმოქმედების - მას ეშინია ამ სიკეთის მკეთებელი, შემომწირველი, გულწრფელი ხალხის სიმრავლის.

ეშინია, რომ საზოგადოება საბოლოოდ გაერკვეს, რა არის ნამდვილი სიქველე და რა არის ადამიანის სულის ყიდვა, როცა მას უჭირს და მერე ამ "სიკეთის" მუდმივად შეხსენება.

ფონდების დახურვის მთავარი მიზეზი ეს არის - ივანიშვილი მიხვდა, რომ ფულის სიდიდე კი არ არის ქველმოქმედება, არამედ იმ რამდენიმე ლარის ჩარიცხვა ფონდში, როცა ადამიანებს ჯანმრთელობის, ან სტიქიის გამო შექმნილი პრობლემები აქვთ.

ახალი ფონდები გაიხსნება, უფრო მეტი ადამიანი გაიღებს მოყვასისთვის უანგარო დახმარებას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა!

პ.ს. ბიძინა ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდის.

ქველმოქმედს ირქმევდე და სხვა საქველმოქმედო ფონდებს ხურავდე - არმოსული ამბავია!" , - წერს მამუკა ხაზარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×