რეზონანსი
11.03.2025

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების მონაწილე 19 პირი 5 000 - 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე მარინა ფოვაემამ მიიღო.

კერძოდ, საქმე ეხება, რამდენიმე დღის წინ, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ გამართულ აქციას, რა დროსაც, აქციის მონაწილეები ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდებოდნენ, საავტომობილო მოძრაობა კი შეფერხებული იყო.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამართულ სხდომას მოქალაქეთა ნაწილი არ დასწრებია. ნაწილმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

მათ მიაჩნიათ, რომ ქვეითთა გადასასვლელზე პროტესტის გამოხატვით კანონს არ არღვევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×