რეზონანსი
11.03.2025

უკრაინის დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთიდან უნგრეთში მიმავალი ნავთობის მილსადენის მუშაობა შეჩერებულია.

ამის შესახებ განცხადებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო ავრცელებს.

სიიარტოს თქმით, გასულ ღამეს, უნგრეთში მიმავალი ნავთობის მილის მუშაობა მას მერე შეჩერდა, რაც ერთ-ერთი გამრიცხველიანების სადგური დრონებით დაიბომბა.

მისი თქმით, აღნიშნული მილი "კრიტიკულად მნიშვნელოვანია" უნგრეთისთვის, ხოლო თავდასხმა "მიუღებელია".

"უკრაინას მოვუწოდებთ თავს არ დაესხას ამ ინფრასტრუქტურას... ეს ომი ჩვენი ბრალი არ არის და უნგრეთი პასუხისმგებელი არ არის ამ კონფლიქტზე", - განაცხადა სიიარტომ.

ცნობისთვის, აქამდე უკრაინის სამხედრო წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომ გასულ ღამეს დრონებით განხორციელებული თავდასხმების სამიზნე იყო "რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი რუსეთის ფედერაციაში, რომლებიც ჩართულნი არიან უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიისთვის მარაგების მიწოდებაში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×