რეზონანსი
11.03.2025

პროექტის მიხედვით, ცალკეული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზღვარი მცირდება.

შესაბამისი ცვლილებები „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონში შედის.

პროექტის მიხედვით, მცირდება შემდეგი ნარკოტიკული საშუალებების: ბუპრენორფინის, კოკაინის (ფუძე და მარილები), მარიხუანას (გამომშრალი, ნედლი), პსილოციბინის ან პსილოცინის შემცველი სოკოს ნებისმიერი სახეობის, ტეტრაჰიდროკანაბინოლების (ყველა იზომერი და მათი სტერეოქიმიური ვარიანტები) და ფსიქოტროპული ნივთიერებების - კეტამინისა და პრეგაბალინის განსაკუთრებით დიდი ოდენობების ზღვრები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×