რეზონანსი
08.03.2025

კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია საფრთხის წინაშეა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა გაარღვიეს უკრაინის თავდაცვითი ხაზი ქალაქ სუჯასთან. ინფოტრმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Post-ი ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, შესაძლებელია, რომ ორ კვირაში უკრაინელ ჯარისკაცებს კურსკის ოლქიდან გასვლა უბრძანონ.

აღინიშნება, რომ რუსულმა ჯარებმა შესაძლოს ისარგებლეს პაუზით, რომელიც აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდებაში შეიქმნა, რათა გაერღვიათ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვა.

უკრაინელი სამხედროების განცხადებით, სარდლობამ შესაძლოა, კურსკის ოპერაცია დროზე ადრე დაასრულოს და ჯარები ოლქიდან უკვე ორი კვირის შემდეგ გაიყვანოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×