რეზონანსი
06.03.2025

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიქსენი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას სურს უკრაინაში ომი მარადიულად გაგრძელდეს.

„მათ სურთ მარადიული ომი, კიდევ რამდენი მშობელი დარჩება შვილის გარეშე? კიდევ რამდენი შვილი მამის გარეშე? მათი ლოგიკით, ეს არასდროს მთავრდება“, - დაწერა მასკმა.

ცნობისთვის, დანიის პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს უკრაინელების გამარჯვებით, წინააღმდეგ შემთხვევაში გამარჯვებულად რუსეთი გამოცხადდება, რის შემდეგაც კრემლი ევროპის სხვა ქვეყნების დაპყრობას მოინდომებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×