რეზონანსი
04.03.2025

თბილისში, მეტეხის ხიდთან მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილი იპოვეს. ამ წუთებში, ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ცნობით, მძღოლმა გამიზნულად აიღო გეზი მდინარისკენ.

„ეგრევე მოაბრუნა მანქანა და გამიზნულად წავიდა სწრაფად მტკვრისკენ“, - განაცხადა შემთხვევის თვითმხილველმა. 

ჯერჯერობით დაზუსტებით უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მანქანაში, თუმცა „რადიო თავისუფლების“ ცნობით, მანქანაში მძღოლის ცხედარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×