რეზონანსი
03.03.2025

რომის პაპის მდგომარეობა გაუმჯობესდა. 88 წლის პონტიფიკოსი საავადმყოფოში 14 თებერვლიდან იმყოფება, ორმაგი პნევმონიისა და სუნთქვის გაძნელების დიაგნოზით.

ვატიკანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპი ფრანცისკე სტაბილურ მდგომარეობაშია და კვირას ფილტვების მექანიკური ვენტილაცია აღარ დასჭირვებია. რაც სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ მან რესპირატორული კრიზისის შესაძლო გართულებები გადალახა და მისი სუნთქვა უმჯობესდება. ექიმების დასკვნაში ნათქვამია, რომ პაპის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კლინიკური სურათი კვლავ რთული რჩება და პროგნოზი ფრთხილია, რაც იმას ნიშნავს, რომ პაპი უსაფრთხოდ ჯერ კიდევ არაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×